რეზონანსი
07.10.2019

 (რეზონანსი) მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში ხან­ძარს 4 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი და 30 წლის ქალი ემსხვერ­პლა. ცე­ცხლი 4 სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სახ­ლში გაჩ­ნდა და მთლი­ან კორ­პუსს მო­ე­დო.

"იმ ღა­მეს ექ­ვსი­ვე შვი­ლიშ­ვილს ბა­ბუ­ას­თან ეძი­ნა. ხან­ძრის გა­ჩე­ნი­სას, მო­ხუც­მა, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად პირ­ველ სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და, მო­ას­წრო ორი ბავ­შვის გა­მოყ­ვა­ნა, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად სახ­ლში ვე­ღარ შე­ვი­და, რად­გან ხან­ძა­რი უკვე მთელ სახ­ლს იყო მო­დე­ბუ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით და­უ­ზუს­ტე­ბე­ლია, რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა იმა­ვე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი 30 წლის ქალი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ბი­ნა­ში მარ­ტო იყო. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისიც გა­ზის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად გა­ი­გუ­და.

ხან­ძრის მი­ზე­ზად რამ­დე­ნი­მე ვერ­სია სა­ხელ­დე­ბა. ერთ-ერ­თის თა­ნახ­მად, ცე­ცხლი მოკ­ლე ჩარ­თვამ გა­ა­ჩი­ნა, რად­გან და­ძი­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, ერთ-ერ­თმა ოჯახ­მა დე­ნის გა­მათ­ბო­ბე­ლი ჩარ­თო, ძველ­მა ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბამ კი მას ვერ გა­უძ­ლო... მძი­ნა­რე ოჯახ­მა დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ვერ მო­ას­წრო და სახ­ლი­დან გა­მოს­ვლას მა­შინ შე­ე­ცა­და, რო­დე­საც ცე­ცხლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო..." - წერს გა­მო­ცე­მა "gazeta.ru".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×