რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის შეფარდებაზე ხვალ 11:00 საათზე იმსჯელებს.

ერთ-ერთი ბრალდებული დავით მიროტაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს, მათ შორის ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენა.

საგამოძიებო უწყებამ გიორგი გეთაშვილის ბრალი დაუმძიმდა და სსკ-ის 370-ე მუხლის ნაცვლად, 143-ე მუხლის 25-143-3ა-თი წაუყენა. ეს მუხლი ითვალისწინებს, ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას.

35 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1 ოქტომბრიდან ეძებდა. მისი ცხედარი საბოლოოდ 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა გამორიყა. მამაკაცს 30 ზე მეტი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×