რეზონანსი
08.10.2019

 (რეზონანსი) მე-11 საუკუნის ტაძრის ქვის პერანგი იშლება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ქვამ შემკვრელი კომპონენტი დაკარგა და ამის გამო იქერცლება. ტუფით ნაგებ ტაძარზე ქვის საკონსერვაციო სამუშაოები თანამედროვე მეთოდოლოგიით აქამდე არ ჩატარებულა. 

ტაძარს ყველა მხარეს ბზარები აქვს, ქვა კი გამოფიტული და გაფხვიერებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ზედაპირები, შესაძლოა, წლებთან ერთად დაიკარგოს. სიღრმისეული კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ყველა ბზარი კირის სპეციალური ხსნარით უნდა ამოივსოს და წლების წინ ცემენტით დაფარული ნაწილები მარილებისაგან გათავისუფლდეს. 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, სავარაუდოდ, 2020 წელს უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება რესტავრაცია ან რა ოდენობის თანხას გაიღებს უწყება ტაძრის შენარჩუნებისა და ქვის ჩამოშლის პროცესის შესაჩერებლად.

წყარო: ფორმულა NEWS

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×