რეზონანსი
08.10.2019

(რეზონანსი) გვაქვს მოლოდინი, რომ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სასამართლო აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებს, - ამის შესახებ თამთა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ზუსტად იმ კვალიფიკაციით წარედგინა, რომელსაც დაცვის მხარე ითხოვდა.

"დაახლოებით 10 წუთის წინ ვესაუბრე საქმის ზედამხედველ პროკურორს და მან გაგვაცნო, რომ დაზარალებულად სცნო თამთა თოდაძე და ასევე დაგვიდასტურა, რომ ილია ჯიშკარიანს წარედგინა ბრალი ზუსტად იმ კვალიფიკაციით, რომელსაც ჩვენ გუშინ ვითხოვდით განცხადებით, ანუ 138-ე მუხლის მეორე ბ ქვეპუნქტით და ასევე ორი სხვა მუხლიც ისევ არის დარჩენილი. ამის შემდეგ, დავა გადაინაცვლებს სასამართლოში და გვაქვს მოლოდინი, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლო შეუფარდებს პატიმრობას. თამთამ არ იცის, რომ ჯიშკარიანს ბრალი რომ წარედგინა. იცის, რომ დაზარალებულად სცნეს და რა თქმა უნდა, ამით ძალიან კმაყოფილია," - განაცხადა თამარ ლუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×