რეზონანსი
08.10.2019

(რეზონანსი) სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობა ქობულეთში. 27 წლის ახალგაზრდამ თვითდაზიანება მიიყენა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ამჟამად პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც ექიმი ამბობს, პაციენტი კისრის არეში ჭრილობით მიიყვანეს, რომელიც პასიურად კონტაქტური იყო. ახალგაზრდა კაცს ჭრილობა დაუმუშავდა ​და გაიკერა, ახლა კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც 27 წლის ახალგაზრდა კაცის მეზობლები ამბობენ, ის ყელის არეში ჭრილობით საკუთარ საცხოვრებელ სახლის ოთახში ოჯახის წევრმა იპოვა, სხვა ინფორმაციას კი ისინი არ ფლობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×