რეზონანსი
08.10.2019

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძეს მიმართავს.

როგორც ილია მეორე ღია წერილში წერს, საპატრიარქოსთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც „უდაბნოს“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტრებში, როგორც პატრიარქი წერს, „ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და აქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა. გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით“.

ილია მეორე წერილის ადრესატებს სთხოვს, ვიდრე დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულებულა, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ტურისტებს არ შეექმნათ პრობლემა „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონახულებაზე.

„მით უმეტეს, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება საერთაშორისო სამართლის მიხედვითაც, სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან სამართლის მიხედვითაც, სავალდებულოა ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად, და მით უმეტეს, ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა, – დაუშვებელი.

ვფიქრობთ, ქართველი ერის მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხი და მათი სახელმწიფოს ხელისუფლება სწორად შეაფასებენ შექმნილ ვითარებას, მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენს ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება.

ვიმედოვნებთ, ბატონო გიორგი, თქვენი ჩარევით, საკითხი დადებითად გადაწყდება და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ისტორიული სამართლიანობა აღდგება“, - წერია პატრიარქის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×