ია აბულაშვილი
11.10.2019

 „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წყარო, რომ შეინარჩუნოს მესამე ვადით ხელისუფლება, არის ოპოზიციის სისუსტე, რომელიც ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა და არასწორი მიმართულებით მიდის“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შანსებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას პრობლემები აქვს რეიტინგში, მისი მთავარი მიზანი არის ამ არჩევნებში პირველი ადგილი ჰქონდეს გარანტირებული. ამიტომ არჩევნებამდე ბევრ პოპულსიტურ ნაბიჯებს გადაგმას. ამის მაგალითი უკვე არის დავით გარეჯის საკითხი და ამის პიარი უკვე მიდის. ასევე სხვა ნაბიჯებს. 

„თუ შენარჩუნდება კანონმდებლობა - რომ არ შეიქმნება ბლოკები - დიდი ალბათობით, არჩევნებში გამარჯვებული პარტიების მიგრაცია სწორედ „ქართული ოცნებისკენ“ მოხდება და ამ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შეკრავს უმრავლესობას. ამიტომ სწორია „ოცნების“ პროგნოზი, რომ დიდი შანსი აქვთ მესამე ვადით შეინარჩუნონ ხელისუფლება.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წყარო, რომ შეინაჩუნოს მესამე ვადით ხელისუფლება, არის ოპოზიციის სისუსტე, რომელიც აქამდე ვერ ჩამოყალიბდა და არასწორი მიმართულებით მიდის. თავისი განცადებებით ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. მხედველობაში მაქვს „ნაციონალური მოძრაობა“ - ამ არჩევნებს ან მე მოვიგებ, ან ოცნებაო. თუ „ან“ დადგება, გარანტიას ვაძლევ, რომ გაიმარჯვებს „ოცნება“.

„ამიტომ, ოპოზიციამ საარჩევნო რიტორიკა უნდა შეცვალოს. თანაც, თუ სააკაშვილი და ბოკერია ერთმანეთს დააბრალებენ ამ ამ ცხრა წელს, კაცმა არ იცის კიდევ რა მოხდება. სამწუხრაოდ, ამ ეტაპზე ეს ვითარებაა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×