რეზონანსი
11.10.2019

 (რეზონანსი) პატარა მარი ნა­რი­მა­ნი­ძეს და ბექა ბუ­ჩუ­კურს სო­ფელ ქვე­შე­თი­დან დღეს ყვე­ლა იც­ნობს - რამ­დე­ნი­მე დღე­ში ისი­ნი ნამ­დვილ ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვე­ბად იქ­ცნენ. ლაღი, გულ­წრფე­ლი, "ფუმ­ფუ­ლა" პა­ტა­რე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით გა­იც­ნეს და მათ მი­მართ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვე­რა­ვინ მა­ლავს.

ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­ი­წყო, რომ რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი აკა მორ­ჩი­ლა­ძის ნა­წარ­მო­ე­ბის "ტერ­ცო მონ­დოს" მი­ხედ­ვით ფილ­მს იღებს. გა­და­ღე­ბე­ბის ნა­წი­ლი გა­სულ კვი­რას ხა­დას ხე­ო­ბა­ში, მთი­უ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­დაც აღ­მო­ა­ჩი­ნეს კი­დეც ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვე­ბი.

ვინ და რო­გორ იპო­ვა ეს სა­ო­ცა­რი გოგო-ბიჭი, რომ­ლე­ბიც ერთი კვი­რის წინ მშვი­დი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­დნენ სო­ფელ ქვე­შეთ­ში, დღეს კი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლომ გა­იც­ნო და ყვე­ლა მათ­ზე ლა­პა­რა­კობს... ეს ადა­მი­ა­ნი "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძეა.

"მე კი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, მაგ­რამ ბა­ტო­ნი მე­რა­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ისი­ნი ამ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამ ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ფო­ტო­ე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე". მათი ფან­ტას­ტი­კუ­რი ფო­ტო­ე­ბი ბევ­რს ედო, თუმ­ცა ყვე­ლამ მა­ინც გი­ორ­გი ნა­დი­რაშ­ვი­ლის გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ო­ცა­რი სუ­რა­თე­ბი იხი­ლა და გა­ა­ზი­ა­რა. ამ ბუ­თუ­რი­ე­ბის არ­გა­და­ღე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და? მერე კი პა­ტა­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა აი­ტა­ცეს და ისი­ნი ამა თუ იმ გა­და­ცე­მა­სა თუ შო­უ­ში მოხ­ვდნენ.

მოკ­ლედ, ეს ამ­ბა­ვი ასე და­ი­წყო: ვი­ყა­ვით ხა­დას ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ქვე­შეთ­ში სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი (12-14 წლი­სე­ბი) უნდა შეგ­ვერ­ჩია. უცებ ეზო­ში ეს ორი ბუ­თუ­რია ადა­მი­ა­ნი შევ­ნიშ­ნე, ოღონდ, ცალ-ცალ­კე. მარი და ბექა და­წყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, მაგ ასა­კი­სა­ნი არ გვინ­დო­და, მაგ­რამ ისე­თი საყ­ვარ­ლე­ბი, სა­სა­ცი­ლო­ე­ბი იყ­ვნენ, გა­მო­ვიყ­ვა­ნე და მათ­თან ერ­თად ჩვენ­მა ოპე­რა­ტორ­მა ფო­ტო­ე­ბი გა­და­მი­ღო. გოგო გა­ნა­თე­ბუ­ლი სა­ხით და ბიჭი "რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი­ვით"

სუ­რა­თი ჩვენს კას­ტინგ-მე­ნე­ჯერს, მა­ნა­ნა თა­რა­ლაშ­ვილს რომ ჩა­ვუ­ტა­ნე და ვაჩ­ვე­ნე, მა­შინ­ვე თქვა: ესე­ნიც უნდა გა­და­ვი­ღო­თო. ბა­ტონ მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილს რომ ვაჩ­ვე­ნეთ, ხმა არ ამო­უ­ღია, სი­ცი­ლი და­ი­წყო. მერე აიღო მაკ­რა­ტე­ლი, ჩემი თავი წა­აჭ­რა ფო­ტოს, და­ტო­ვა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბი და სუ­რა­თი კე­დელ­ზე გა­აკ­რა. ამით კი გვაჩ­ვე­ნა, რომ ესე­ნი უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არი­ან როლ­ზეო! მას მერე სულ ვე­ხუმ­რე­ბი: ბა­ტო­ნო მე­რაბ, რო­გორ ჩა­მომ­ჭე­რით-მეთ­ქი", - ამბობს ხუნდაძე "AMBEBI.GE"- სთან.

AMBEBI.GE

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×