„ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი ზედმეტად გამჭვირვალედავ კი მინდინარეობს. მისი თქმით, ზოგიერთი კანდიდატი, რომლებსაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა შტურმი მოუწყო, მხადრდაჭერას იმსახურებს.
„პროცესი ყველასთვის თვალნათელია, ძალიან საჯარო და გამჭვირვალეა. ასეთი რამ მართლა არ ყოფილა და არც მახსენდება, რომ მოსამართლეობის კანდიდატს ასე ერთი დღე ეთმობოდეს და მთელი საქართველოს თვალწინ სცემდეს პასუხებს. ვფიქრობ, რომ ეს ზედმეტად გამჭვირვალეც კია.
„ჯერ 20-ვე კანდიდატი არ გამოსულა, პროცესი სწრაფად არ მიმდინარეობს, ყველას დრო ეძლევა კითხვების დასმისათვის, ასევე კანდიდატის კითხვებზე პასუხებისათის.
„არის გარკვეული კანდიდატურები, რომლებიც, ჩემი აზრით, ვერ იმსახურებენ მოსამართლეობას; არის ნაწილი, რომლებსაც თითქოს ამისი რესურსი აქვთ, ვნახოთ ჯერ გადაწყვეტილება რა თქმა უნდა ნაადრევია.
„არიან კანდიდატები, რომლებიც ფიქრობენ რომ ჩემს მხარდაჭერას მიიღებენ, და კანდიდატები, რომლებზეც უკვე ვფიქრობ, რომ უნდა დავუჭირო მხარი,
„რამდენი კანდიდატიც გამოვიდა, იქიდან, ვფიქრობ, რომ ზოგიერთი კანდიდატი, მიუხედავად გარკვეული შტურმისა, რასაც მათ უწყობენ, მიმაჩნია, რომ მხარდასაჭერია. დანარჩენებზე შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ", - აცხადებს ქანთარია.