რეზონანსი
11.10.2019

 (რეზონანსი) ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა მიყენებული მძიმე ტრავმების გამო ვერ შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებამდე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა. დაჭრის შემდეგ კი მამაკაცი ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.

შსს-მ საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. პოლიციას სავარაუდო ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×