რეზონანსი
11.10.2019

 (რეზონანსი) ხაშურში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 1987 წელს დაბადებული ირაკლი დეკანოიძეა. ის მიმალულია და ამ დრომდე მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

ხაშურის საავადმყოფოში, ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი 30 წლის ნათია გოგალაძე დაახლოვებით ერთი საათის წინ დაიღუპა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19. 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ქალის დაჭრამდე მის სამსახურში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა. დღეს სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, სადაც განქორწინება ოფიციალურად მოხდებოდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19. 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×