ია აბულაშვილი
11.10.2019

 „ანა დოლიძესთან ხშირად მაქვს შეხვედრები და ჩვენ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს  შეხედულებებს. ვიცი, რომ აპირებს შექმნას ახალი მოძრაობა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ მოძრაობაში გაწევრიანებას არ ვაპირებ“, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი  დეპუტატი ლევან კობერიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ანა დოლიძე სახალხო მოძრაობას ქმნის, რომლის წევრიც ლევან კობერიძე იქნება.

„ანა დოლიძე  ჯერ იუსტიციის საბჭოს წევრია და თუ ის გადაწყვეტს პოლიტიკურ ველზე შემოსვლას, დარწმუნებული ვარ, რომ კეთილშობილური მიზნები ექნება. მის წამოწყებას მე მხარს ვუჭერ და როდესაც ის პოლიტიკაში შემოვა, რა თქმა უნდა ვითანამშრომლებთ. თუცმა, ამ ეტაპზე ამ მოძრაობაში გაწევრიანებას არ ვაპირებ. მე ისედაც პოლიტიკაში ვარ.

„ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ვუზიარებთ ჩვენს შეხედულებებს ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხზე, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით კოსნულტაციები არ  ყოფილა. რაც შეეხება წინმსწრებად გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ ეს მოძრაობა შეიძლება იყოს მმართველი გუნდის სატელიტი, ეს არის ტყუილი, რომელსაც ავრცელებს ან „ნაციონალური მოძრაობა“, ან „ოცნება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×