რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში, ძალადობისა და მკვლელობების გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება.

მისი თქმით, ყველა მკვლელმა უნდა იცოდეს, რომ ეკლესია სასტიკად გმობს ქალზე მიძალადე და მკვლელ კაცებს.

"ქალებზე ძალადობა, თვით სიცოცხლის მოსპობამდე, საშინელ და უმძიმეს ცოდვად აწევს ქვეყანას. რა თქმა უნდა, მხოლოდ საეკლესიო სასჯელი არ უშველის ამ პრობლემას, მაგრამ, ქალზე მოძალადე და მკვლელმა ყველა კაცმა უნდა იცოდეს, რომ მისი ეკლესია სასტიკად გმობს, შეაჩვენებს და სჯის ქალზე მოძალადე კაცებს. ამ საკითხში ეკლესიის გამოკვეთილი და სრულიად ცალსახა პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს დეკანოზი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×