რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის სკანდალურ საქმეს, რომელსაც გამოძიება თანაშემწე ქალზე სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ცემის ფაქტს ედავება, თბილისის მერი გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, თუკი გამოძიება ილია ჯიშკარიანის ბრალეულობას არ დაადასტურებს, ის საკრებულოში მუშაობას გააგრძელებს.

"გამოძიება მიმდინარეობს, თუ მას დაუმტკიცდება ბრალეულობა, რა თქმა უნდა, უნდა დატოვოს და კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. თუ მას არ დაუმტკიცდება, გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას."- განაცხადა კალაძემ.

გამოძიება დეპუტატს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. თამთა თოდაძე ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×