რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) ხაშურში მომხდარ საზარელ მკვლელობას თვითმხილველები ისენებენ. მათი ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს, კუთვნილ ხელყუმბარა შეუგდო, ასაფეთქებელი მოწყობილობის არაფეთქების შემდეგ კი, თავის არეში მრავლობითი ჭრილობები კონდახით მიაყენა.

„დავინახე, რომ ისროდა. გარეთ არ გამოვსულვარ, რადგან მეშინოდა ჩემთვისაც არ ესროლა. მერე გოგო გაიქცა და ბიჭი გაეკიდა და იქ რა მოხდა რა ვიცი", - ამბობს თვითმხილველი „მთავარ არხთან".

ახალგაზრდა ქალიც ცხედარი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. ნათია გოგალაძეს ორი არასრულწლოვანი ბავშვი დარჩა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×