რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"ხაშურში ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დაკავებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

შესაძლო ძალადობის თაობაზე 2012 წლის შემდეგ რაიმე მიმართვა/განცხადება პოლიციის დანაყოფებში არ ფიქსირდება. შესაბამისად, პოლიციის მხრიდან არ მომხდარა ძალადობის განმეორების რისკების შეფასება, რომელიც 2018 წლის პირველი სექტემბრიდან მოქმედებს", - აცხადებენშინაგან საქმეთა სამინისტროში.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×