რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) გორელი ბიჭები ვალერი ხუროშვილი და მორის დათუნაშვილი ყოველდღე, ხილ-ბოსტნეულით სავსე ყუთს ქუჩაში ტოვებენ. გადამდები სიკეთის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალქე ნუგზარ ჩხიკვაძე წერს:

" ჩემი სახლის სადარბაზოსთან გორელ ახალგაზრდებს ხილბ-ბოსტნეულის მაღაზია აქვთ გახსნილი.

გუშინ, სახლში შედარებით გვიან დავბრუნდი. მაღაზია დაკეტილი იყო, კარების წინ კი ერთი ყუთი იდგა ხილით და ბოსტნეულით სავსე. თან სხვადასხვა ხილ-ბოსტნეული ეწყო ყუთში. ყველაფერი საღი იყო. გამიკვირდა. მეუღლემ მითხრა, ყოველ საღამოს ასეაო. ამ დილას ვკითხე ბიჭებს, ყუთი იდო და ხომ არ დაგრჩენიათ-მეთქი. არაო, ასე ვტოვებთო. თან მორიდებულად მკითხა - აღარ დავტოვოთო? - პირიქით, მაგარი ბიჭები ხართ მეთქი! ხომ ხვდებით, რატომ ტოვებენ? გული გამითბა!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×