რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) "გირჩი" ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამიოა რომ თბილისის ქუცებში უკვე 200-მდე შმაქსისტი მოძრაობს.

"დღეისათვის თბილისის ქუჩებში უკვე ორასზე მეტი „შმაქსისტი" მოძრაობს. "გირჩის" ოფისში "შმAXI"-ში გასაწევრიანებლად ადამიანები ამ დრომდე არიან შეკრებილები. მათი უმრავლესობა ის ტაქსისტია, რომლებსაც ტაქსის ახალი რეგულაციების წყალობით, თბილისის მერიამ თვითდასაქმების საშუალება წაართვა.

"გირჩის" მიერ დაარსებული "შმAXI", საგანმანათლებლო კომპანიაა, ე.წ. უნივერსიტეტი ბორბლებზე. „შმაქსი"-ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე "შმაქსისტები", მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში "გირჩის" მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ." - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×