რეზონანსი
12.10.2019

 (რეზონანსი) სექსუალური მოძალადე, რომელმაც თბილისში არაერთი ქალის გაუპატიურება სცადა იდენტიფიცირებულია. 23 წლის, სპორტსმენი ჯემალ ზოიძე თბილისის ქუჩებში მსხვერპლს ირჩევდა, მის გაუპატიურებას კი სადარბაზოებში ცდილობდა.

ერთ-ერთი დაზარალებული "კურიერთან“ მომხდარის შესახებ იხსენებს.ახალგაზრდა გოგონა ღამის საათებში სახლში ბრუნდებოდა, როცა უცნობი მამაკაცი ჯერ აედევნა, შემდეგ სადარბაზომდე მიჰყვა და სექსუალური ძალადობა სცადა. ამის შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა და ტერიტორიიდან მიიმალა.

მას შემდეგ, რაც დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, გაირკვა, რომ 23 წლის ბიჭი სექსუალური ხასიათის დანაშაულში ერთდროულად რამდენიმე გოგომ ამხილა. პირველი ასეთი შეტყობინება განყოფილებაში მაისში შევიდა. გოგონა აღწერს როგორ ცდილობდა მისთვის უცნობი მამაკაცი სადარბაზოში გაუპატიურებას:

"კიბეზე ასვლისას მომესმა ფეხის ხმა. ვიფიქრე, რომ კორპუსის მაცხოვრებელი ამოდიოდა კიბეზე სწრაფი ნაბიჯით და ვიფიქრე გამეტარებინა. უეცრად მეცა, მომაწვა სხეულით ზურგით მიმაბჯინა კედელთან, დამიწყო ხელით მოფერება. მაშინვე ხელი ვკარი და ძლიერად დავიყვირე.“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×