რეზონანსი
13.10.2019

 იაპონიაში ტაიფუნმა „ჰაგიბისმა“ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, 16 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, 126-მა კი სტიქიის შედეგად სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

გარდაცვლილი ადამიანები ჩიბას, გუნმას, კანაგავასა და ფუკუშიმას პრეფექტურებიდან არიან. რთული სიტუაცია ნაგანოს პრეფექტურაში შეიქმნა, სადაც მდინარე სინანო ადიდდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

ქვეყანაში 425 000 ოჯახი ელექტროენეტგიის გარეშეა დარჩენილი.

იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა და შესაბამის სამინისტროებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით აუცილებელი ზომების გატარება დაავალა.

ხელისუფლებამ 6 მილიონი ადამიანის ევაკუირების რეკომენდაცია გასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×