რეზონანსი
13.10.2019

  სოციალური ქსელის მომხმარებელი ანი გვარამაძე „გალერია თბილისის" ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ „New Yorker" - ის გასახდელებს კამერებით აკონტროლებენ.

„New Yorker ასე აკვირდებით გასახდელში გოგოებს?" - წერს გვარამაძე

„გალერია თბილისის" პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და კამერები გასახდელებს არ უყურებს.

„ვესაუბრე მაღაზიის წარმომადგენელს და მითხრეს, რომ კამერებიდან გასახდელი არ ჩანს და ამის ჩვენება ადგილზეც შეუძლიათ" - განაცხადეს პრესსამსახურში.

წყარო: პრაიმტაიმი

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×