რეზონანსი
14.10.2019

 ოქტომბრის სავსემთვარეობა ვერძის ნიშანში ჩაივლის და იქნება საშიში დღე, ამიტომ ყველგან და ყველაფერში სიფრთხილეა საჭირო. მაგრამ ასტროლოგების რჩევები დაგეხმარებათ, რომ უსიამოვნებები აიცილოთ თავიდანსავსემთვარეობის დღეს ძალების მომატებას ვიგრძნობთ, რათა ფინანსურ და სასიყვარულო სფეროებში შევეჭიდოთ იმას, რასაც აქამდე ვერ ვბედავდით, მაგრამ მოვლენების ინტენსიური მსვლელობის გამო ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ რისკი შანსად გადავაქციოთ და ცვლილებები სასიკეთოდ გამოვიყენოთ.

ორშაბათს ერთდროულად ორი რთული ასტროლოგიური მოვლენაა მოსალოდნელი, რომლებიც ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს ჩვენგან. მთვარე მზესთან და პლუტონთან ერთად გვაფრთხილებენ, რომ ამ სავსემთვარეობისას ვითარება მკვეთრად შეიცვლება.

სავსემთვარეობა 01:11 საათზე დადგება. ძალზე ღრმა გრძნობების ინტენსივობა მოვლენების ადეკვატურად შეფასებას დააბრკოლებს. მოქმედებების შედეგზე ნეგატიურად აისახება შფოთვა, ზედმეტი აქტიურობა, ახლო წარსულის კონფლიქტების გავლენა, ცხოვრების შეცვლისა და სამართლიანობის მიღწევის დიდი სურვილი.

მოსალოდნელია დაუფიქრებელი მოქმედებები, მაგალითად, სამუშაოდან წასვლა, ურთიერთობების გაწყვეტა, რამის დაკარგვა, მთავარი მიზნიდან გადახვევა და ა. შ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×