(რეზონანსი) როგორ შეიძლება, ქვეყანა გებაროთ და არ ამბობდეთ დილიდან საღამომდე, რომ თქვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაა?" - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, მთავრობის წარმომადგენლებისთვის მიმართვისას განაცხადა.
მან მოუწოდა ხელისუფლებას, აიღონ ხელში ქვეყნის მართვის სადავეები, მიხედონ ეკონომიკას და ხალხის დასაქმებას.
„რაც მთავარია, მიხედეთ ეროვნულ იდეოლოგიას, ურომლისოდაც არ გექნებათ არაფერი. და ყველაზე მთავარი, შეიძლება, ოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკოსები იყოთ და წლები ისე გადიოდეს, რომ ერთ კრინტს არ ძრავდეთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესახებ? როგორ შეიძლება, ქვეყანა გებაროთ და არ ამბობდეთ დილიდან საღამომდე, რომ თქვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაა? და თუ როგორ, ეს მეორე საკითხია. ომისთვის, რუსეთს ჩვენ ვერ მოვერევით, მაგრამ სულ სხვა სამხედრო პოლიტიკაა საწარმოებელი, სხვა ჯარი, მობილიზაცია, ორიენტაცია, ჩვენი ქვეყნის შეკვრა ერთ მუშტად და ამავე დროს, დიპლომატია და პირდაპირი საუბარი ყოველგვარი ამ შუამავლების გარეშე", - განაცხადა ვიდეომიმართვაში ლევან ვასაძემ.