ია აბულაშვილი
15.10.2019

 „კობახიძის განცხადებაში არ იკითხება, რომ „ოცნება“ დამარცხებისთვის ემზადება. უბრალოდ, ეს არის პიარ სვლა დაკარგული ამომრჩევლის უკან დასაბრუნებლად, რადგან „ნაციონალური მოძარობის“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნება აღარ გაჭრის, ამიტომ საჭიროა დამატებითი ფაქტორები“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს შეიძლება ხმების 45% ვერ მიიღოს, კოალიცია ვერ შეიქმნას და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნები.

„ოცნება“ არ დამარცხდება და ამას ჰაერზე არ ვამბობ, რადგან 40%-ც რომ აიღოს, უმრავლესობის შექმნა არ გაუჭირდება.  მას სჭირდება სულ 16 მანდატი და თუ ქართულ პოლიტიკის სინამდვილეს გადავხედავთ, ვნახავთ, რამდენი ადამიანია პორტირებული „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ოცნებაში“. თუ მსუყე ლუკმას შესთავაზებენ ოპოზიციას და ეს „ოცნებას“ არ გაუჭირდება, რატომ იტყვიან უარს?! ამიტომ ოპოზიციას სჭირდება ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ჯერ ეს არ ჩანს.

„რაც შეეხება თავად კობახიძის განცხადებას, არც მის განცხადებაში იკითხება, რომ „ოცნება“ დამარცხებისთვის ემზადება. უბრალოდ, ეს არის პიარ სვლა დაკარგული ამომრჩევლის უკან დასაბრუნებლად და მობილიზებისთვის, იმ დაბნეული ამომრჩევლისთვისაც, რომელსაც არც „ნაციონალები“ უნდა და არც „ოცნება“ და სხვა გზას ეძებს. მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში შესაძლო მობრუნება აღარ გაჭრის, ამიტომ საჭიროა ახალი ფაქტორები.

„ოცნება“ დაიწყებს ამ თემის აქტუალიზაციას და ეს მიმართულება იმუშავებს მთელი წლის განმავალობაში. რაც შეეხება ჩუგოშვილის განცხადებას, თუ ახლადარაჩეული პარლამენტი ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას და ხელახალი არჩევთნები იქნება ჩასატარებელი და შემოვა ნორმა, რომელიც ითვალისწინებს 5%-იან საარჩევნო ბარიერს, ეს მოსაზრება ჩემი აზრით, არის სრულიად გაუგებარი და აბსურდული და დააბნევს ოპოზიციას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×