ია აბულაშვილი
15.10.2019

 „იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ფორმირება ვერ ხდება, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და ახალი არჩევნები ტარდება 45 დღეში, ან არაუგვიანეს 60 დღისა“, - ასეთ განმარეტებას აკეთებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი პარლამენტის ყოფილი  თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნის ჩავარდნასა და ახალი არჩევნების დანიშნვას არ გამორიცხავს.

„ნულოვანი საარჩევნო ბარიერით არჩევნების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ ერთჯერადად და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ამ საარჩევნო ბარიერით. კონსტიტუციის 37-ე მუხლის თანხმად კი ახალი არჩევნები ჩატარდება 5%-იანი საარჩევნო ბარიერით. 

„იმ შემხვევაში, თუ ვერ მოხდება მთავრობის ფორმირება, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და ახალი არჩევნები ჩატარდება 45 დღეში, ან არაუგვიანეს 60 დღისა. ქვეყანა მთავრობის გარეშე არ იქნება, ძველი მთავრობა ასრულებს მოვალეობას. მაგრამ ასეთი გაუგებრობები ქვეყნის პოლიტიკური პროცესის სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც მიდის პარტნიორების ძიება, ვაჭრობა. სავარაუდოდ, "ოცნებაში" გაკეთდა ანალიზი, რომ 50% პლიუს ერთ ხმას ვერ აიღებენ, ამიტომ წინასწარ აცნობეს პარტიებს, რომ თუ არ გავერთიანდებით, მთავრობა ვერ შეიქმნება და ახალი არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.  მაშინ ვერც კუკავა, ვერც ნათელაშვილი, ვერც ბურჯანაძე პარლამენტში ვერ შევლენ, ირმა ინაშვილსაც გაუჭირდება. თუ ასე მოხდა, მერე ეტყვიან - რა ვქნათ, ჩვენ გაფრთხილებდითო“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×