თბილისში არსებულ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რუსული მხარე ისევ არ ცხრება. მორიგი ტალღა ახლა უკვე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წამოვიდა. მათ ოფიციალური განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ მზად არიან ლაბორატორიის შიდა საქმიანობას გაცნონ და ამისთვის ქართული მხარისგან ოფიციალურ მიწვევას ელიან, რაც აქამდე არ მიუღიათ. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა პორტალმა „მირმოლმა" გაავრცელა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრობლემის მოგვარება კონსულტაციის მექანიზმით მოხდება, რომელსაც ბიოლოგიური იარაღის კონვენცია ითვალისწინებს. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გამოვიყენებთ სხვა შესაძლებლობებს, პირდაპირ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას და მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს," - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ლაბორატორია ყველასთვის ღიაა.
„ლუგარის ლაბორატორიაში შარშან ძალიან დიდი მიღება მოეწყო. არა მარტო რუსეთი, არამედ მოწვეული იყო ყველა მსურველი ქვეყანა. ჩამოვიდა 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დიპლომატი. ასე რომ, ჩვენ ღია ვართ, ჩვენთვის სულერთია ვინ იქნება,
„ჩვენთან რუსი მეცნიერებიც მუშაობდნენ, ამერიკელებიც, გერმანელებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, თურქებიც, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდანაც, ეგვიპტიდან, ერაყიდან იყვნენ. ასე რომ, ჩვენთვის სულერთია ვინ მოვა, ჩვენი ლაბორატორია ყველასთვის ღიაა, ყველასთვის, ვინც კი მოინდომებს დარწმუნდეს, რომ ჩვენ იქ ყველაფერს ყველა საერთაშორისო წესის და კანონის დაცვით ვაკეთებთ.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს პაატა იმნაძე არ პასუხობს. ქვეყანაში ხომ გარკვეული წესები არსებობს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მე ხომ არ ვუპასუხებ, უნდა უპასუხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ", - აცხადებს იმნაძე.
რუსული მხარე ლუგარის ლაბორატორიას ბიოლოგიური იარაღის დამზადებაში, საშიში ვირუსების გავრცელებაში, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენებაში ადანაშაულებს.