ია აბულაშვილი
16.10.2019

 "არ ვიცი, რა იქნება 2024 წლის არჩევნებზე, მაგრამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ოცნება" რომ გაიმრჯვვებს, ამაში ეჭვი არ მეპარება. შეიძლება უმრავლესობით ვერ მოვიდეს, მაგრამ კოლიციის შექმნა არ გაუჭირდება და ისევ წამყვანი ძალა იქნება" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

"რეზონანსი": პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კოაბხიძე არ გამორიცხავს, რომ ქართულმა ოცნებამ 2020 წლის არჩევნებში ხმების 45%-ი ვერ მიიღოს, კოალიცია ვერ შეიქმნას და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნები. თქვენი აზრით, რა შანსები აქვს "ოცნებას" მომავალ არჩევნებში?

იგორ კვესელავა: მართალია კობახიძე დღეს არის "ოცნების" გუნდის წევრი და შეუძლია გამოთქვას თავის მოსაზრება, მაგრამ მის სიტყვას უფრო მეტი დამაჯერებელობა ექნებოდა თუ ისევ პარლამენტის თავმჯდომარე იქნებოდა. ამიტომ ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა მის განცხადებასთან დაკავშირებით არსერიოზულად მიმაჩნია. რაც შეეხება "ოცნების" შანსებს, არ ვიცი, რა იქნება 2024 წელს, მაგრამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ოცნება" გაიმრჯვებს და ამაში ეჭვი არ მეპარება. შეიძლება უმრავლესობით ვერ მოვიდეს, მაგრამ კოალიციის შექმნა არ გაუჭირდება და ისევ წამყვანი ძალა იქნება.

ბიძინა ივანიშვილს კიდევ ბევრი კოზირი აქვს შემონახული, თუ რაიმე უხეში შეცდომები არ დაუშვა ერთი წლის განმავლობაში "ოცნებამ" 45%-ის ფარგლებში აუცილებლად იტრიალებს. რაც შეეხება კოალიციის საკითხს, "ოცნება" კოალიციას არ შექმნის აგრესიულ ძალებთან, მთავრობას შექმნის იმ პარტიებთან, რომელიც მისთვის მისაღები იქნება როგორც პოლიტიკურად ისე იდეოლოგიურად.

"რეზონანსი": სხვა პარტიებს რა შენსები აქვს?

ი.კ: "ნაციონალური მოძრაობა" რღვევის გზაზეა, და არა მგონია, რომ მან 8-10%-ზე მეტი ხმა აიღოს, "ევროპული საქართველო" უფრო ნაკლებს აღებს. "პატრიოტთა ალიანსის" შანსები კი შეიძლება უფრო გაიზარდოს. ფაქტი ისაა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტამზე გადასვლის პროცესმა ძალიან დააბნია "ნაციონალური მოძარობა" და "ევროპული საქართველო". აქაც ბიძინა ივანიშვილმა 10:0 მოუგო. ეს ორი პოლიტიკური ძალა დღეს ერთმანეთს მეორე ადგილს ეცილება და ერთმანეთის ამომრჩევლის გადაბირებას ცდილობენ. თან ერთმანეთს დაერივნენ. "ევროპული საქართველოს" ლიდერები პირდაპირ დაუპირისპირდნენ მიხეილ სააკაშვილს. მაგრამ, ერთად აღებული "ევროპული საქართველო" ერთ მიხეილ სააკაშვილადაც არ ღირს. იმ ადამიანს ვინც ხელისუფლებაში მოიყვანა და ვისითაც არიან ასე გადიდკაცებულნი. მითხარით, ვინ არის "ევროპულ საქართველოში" მესიტყვე, ვისაც საზოგადორება გაჰყვება? თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შედეგმა მათ ერთმანეთთან გაერთიანებისკენ უბიძგოს.

"რ": ოქტომბერის ბოლომდე მამუკა ხაზარაძე ახალ პარტიას ქმნის, მას რა შანსები აქვს ამ არჩევნებში?

ი.კ: მიუხედავად მის მიმართ ღრმა პატივისცემისა, არა მგონია, რომ დიდი შანსები ჰქონდეს. დაახლოებით 3-4 კაცის გაყვანას თუ შეძლებს პარლამენტში. ვისთან შექმნის კოალიციას მამუკა ხაზარაძე, არ ვიცი, "ოცნება" რომ მასთან კოალიციას არ შექმნის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×