
ცნობილი ქართველი მუსიკოსი კახა ცისკარიძე იგივე კახაბერი, რუსული ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. იქაური მედიის ცნობით, კახაბერმა ერთი წლის წინ, Comedy Woman-ის მსახიობზე ნატალია ეპრიკიანზე იქორწინა. წყვილის ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო, ხოლო საჯაროდ ერთად ერთი წლის წინ ერევანში, Comedy Woman-ის ფესტივალზე გამოჩნდნენ. თუ რუსულ პრესას დავუჯერებთ, ისინი ბათუმში ცხოვრობენ და უფრო მეტიც, საერთო შვილის მოლოდინში არიან.
როგორც ჩანს, გრძნობებს აღარც თავად ნატალია ეპრიკიანი მალავს, რადგან ინსტაგრამის პირად გვერდზე კახაბერთან გადაღებული არაერთი ფოტო უდევს. სოციალური ქსელის გამომწერების ნაწილი წერს, რომ ისინი მამა-შვილს ჰგვანან, თუმცა ნაწილი კახაბერის მუსიკით და გარეგნობით მოხიბლულია.

ნატალია ეპრიკიანი 1978 წელს თბილისელი სომხების ოჯახში დაიბადა. ის ფიზიკა-მათემატიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, თუმცა 14 წლის ასაკში საქართველოს დატოვება მოუხდა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.
რაც შეეხება კახაბერს, ის ცნობილი ქართველი მუსიკოსია, რომელიც ქართულ შოუ-ბიზნესში თავდაპირველად კახუჩელას სახელით გამოჩნდა. წარსულში დაქორწინებული იყო მირანდა ბაქრაძეზე, წყვილს შვილიც ჰყავთ, თუმცა როგორც ჩანს, ოჯახი დაინგრა.
"ამბები" ეპრიკიანთან ურთიერთობის შესახებ ჭორების გადასამოწმებლად კახაბერს დაუკავშირდა. პირად ცხოვრებაზე საუბარი მუსიკოსმა არ ისურვა და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე