რეზონანსი
17.10.2019

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი კახა ცის­კა­რი­ძე იგი­ვე კა­ხა­ბე­რი, რუ­სუ­ლი ყვი­თე­ლი პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. იქა­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, კა­ხა­ბერ­მა ერთი წლის წინ, Comedy Woman-ის მსა­ხი­ობ­ზე ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ან­ზე იქორ­წი­ნა. წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა 2017 წელს და­ი­წყო, ხოლო სა­ჯა­როდ ერ­თად ერთი წლის წინ ერე­ვან­ში, Comedy Woman-ის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოჩ­ნდნენ. თუ რუ­სულ პრე­სას და­ვუ­ჯე­რებთ, ისი­ნი ბა­თუმ­ში ცხოვ­რო­ბენ და უფრო მე­ტიც, სა­ერ­თო შვი­ლის მო­ლო­დინ­ში არი­ან. 

რო­გორც ჩანს, გრძნო­ბებს აღარც თა­ვად ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ა­ნი მა­ლავს, რად­გან ინ­სტაგ­რა­მის პი­რად გვერ­დზე კა­ხა­ბერ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი არა­ერ­თი ფოტო უდევს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გა­მომ­წე­რე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ ისი­ნი მამა-შვილს ჰგვა­ნან, თუმ­ცა ნა­წი­ლი კა­ხა­ბე­რის მუ­სი­კით და გა­რეგ­ნო­ბით მო­ხიბ­ლუ­ლია.

ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ა­ნი 1978 წელს თბი­ლი­სე­ლი სომ­ხე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და, თუმ­ცა 14 წლის ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხა­ბერს, ის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სია, რო­მე­ლიც ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნეს­ში თავ­და­პირ­ვე­ლად კა­ხუ­ჩე­ლას სა­ხე­ლით გა­მოჩ­ნდა. წარ­სულ­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო მი­რან­და ბაქ­რა­ძე­ზე, წყვილს შვი­ლიც ჰყავთ, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, ოჯა­ხი და­ინ­გრა.

"ამბები" ეპ­რი­კი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად კა­ხა­ბერს და­უ­კავ­შირ­და. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მუ­სი­კოს­მა არ ისურ­ვა და არ­ც ერთ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ გასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×