რეზონანსი
18.10.2019

 (რეზონანსი) 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებმა გიორგი ჯავახიშვილმა და თორნიკე დათაშვილმა ბრალი აღიარეს. დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავოდ ცნო და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

შუამდგომლობას ბრალდებულების მხარეც დაეთანხმა, ვინაიდან აღარ არსებობს მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის საფრთხე.

აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დააკმაყოფილა. გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000-2 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ. ბრალდებულები სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

ბრალდების ოფიციალური ინფორმაციით, ჯავახიშვილისა და დათაშვილს „ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა და მათზე თავდასხმა".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×