რეზონანსი
18.10.2019

 (რეზონანსი) ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთ ავტომობილში არასრულწლოვანი იჯდა.

ერთ-ერთი უბნიდან გამოსული მანქანა ცენტრალურ გზაზე მიმავალ მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×