(რეზონანსი) ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა" შიდა მოკვლევა დაიწყო.
„პირველადი მონაცემებით, შემთხვევა, რამაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით, ან ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, უკანასკნელად 2 თვის წინ შემოწმდა.
სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
ახალგაზრდა მამაკაცი ჭიათურის მაღაროში გუშინ დაიღუპა. მას მეუღლე და 8 თვის შვილი დარჩა.