„ეს შეგნებულად გამზადებული, პროვოკაციული განცხადება იყო, რომელიც, სავარაუდოდ, წინ უძღვოდა ატოცში, დღევანდელ შემოღობვის პროცესს", - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" საუბრისას სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა დე ფაქტო „კა-გე-ბეს" მიერ პარასკევს გავრცეებულ განცხადებას, რომელსაც უკვე შაბათს ბორდერიზაციის პროცესის განახლება მოყვა.
ცნობისათვის, სეპარატისტული ხელისუფლება სოფელ წნელისთან ვითარების უკიდურესად გამწვავებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს და ამ გაწვავების შედეგებზე პასუხისმგებლობასაც ოფიციალურ თბილისს აკისრებს.მათი ცნობით, პარასკევს გამთენიისას ერთ-ერთი ქართული ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა შეიარაღებულმა ჯგუფმა „რესპუბლიკის" ტერიტორიაზე ფარულად შეღწევა სცადა. ამის შესახებ დე ფაქტო „კა-გე-ბეს" პრესსამსახურის უფროსმა ეკატერინა ბიაზროვამ განაცხადა.
„დღეს, დილის 4 საათზე, „კა-გე-ბეს" სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ქართველ ძალოვანთასა დაზვერვო 4-5 კაციანი ჯგუფის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის მცდელობის ფაქტი დააფიქსირეს. აღნიშნული ჯგუფი დასახლებულ პუნქტ ჩორჩანას მაღლობიდან გამოემართა და აპირებდა ფარულად მიახლოებოდა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს დასახლებულ პუნქტწ ნელისთან", - განაცხადა ბიაზროვამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართული სადაზვერვო ჯგუფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა, დეზინფორმაციაა და სინამდვილეს არ შეესაბამება.
„ეს არის აბსოლუტური დეზინფორმაცია და არ შეესაბამება სინამდვილეს", - განუცხადებს „ინტეპრესნიუსს" სუს-ში.
ამ განცხადების შემდეგ კი ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, რასაც როგორც სუს-ის, ასევე ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ადასტურებენ.
სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ოკუპანტები ტერიტორიას ღობა ვექანრთველი დსამაართალ ლითონის ბადეებს ამონტაჟებენ.
„ამ წუთას ჩვენ ვდგავართ ღობეების მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიცია აქ არის, მაგრამ პოლიციის ერთადერთი ფუნქცია ის გახლავთ, რომ ჩვენ არ გაგვაკარონ ღობის სიახლოვეს, სადაც წყნარად და აუღელვებლად რუსი ოკუპანტების მუშაობენ და ამონტაჟებენ ღობეს. აი, ეს არის დღეს პოლიციის ერთადერთი ფუნქცა.
„ჩვენ, ფაქტობრივად, უფუნქციოდ ვდგავართ. შორიდან ერთადერთი ჩვენი ფუნქცია ისაა, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე ოკუპაციის შესახებ.
„მაგრამ, ჩვენი პოლიცია და სუს-ი მიმართულია იმაზე, რომ შეუქმნას მაქსიმალურად კომფორტული პირობები ოკუპანტებს იმისათვის, რომ მათ მშვიდად და წყნარად შემოავლონ ღობეები აქ, ატოცში", - აღწერს შექმნილ ვითარებას დავით ქაცარავა.
იგი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „კა-გე-ბეს" განცხადებას ეხმაურება და დასძენს, რომ ეს იყო პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავდა ატოცში ბორდერიზაციის გადაფარვას:
„ვფიქრობ, რომ ცხინვალის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული, პროვოკაციული განცხადება, რადგან არანაირი საჭიროება იმისა, რომ რაიმე დივერსიულ ჯგუფს ან ჩვენს სპეცრაზმს შეეღწია იმ მიმართულებით, რა მიმართულებაზეც ისინი საუბრობენ, არ ჰქონდა. მითუმეტეს ძალების იმ კონცენტრაციაში, რომელიც წნელისის მიმდებარედ არის - ეს ინფორმაცია აბსოლუტურად გახსნილი და მარტივად მოსაპოვებელია. ჩვენი მხრიდან ასეთი ტიპის მოქმედების არანაირი საჭიროება არ არსებობს.
„ჩემი აზრით, ეს იყო შეგნებულად გამზადებული პროვოკაციული განცხადება, რომელიც, სავარაუდოდ, წინ უძღვოდა დღევანდელ შემოღობვის პროცესს, რომელიც დაიწყეს დილიდან და ახლა, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებლების სტატუსით ვაკვირვებით. ხოლო პოლიცია კი ასრულებს რუსული საოკუპაციო რეჟიმისა და ძალების დაცვით ფუნქციას", - ამბობს ქაცარავა.
მისივე განმარტებით, ამჟამად წნელისთან ვითარება მშვიდია, თუმცა გააქტიურება და ბორდერიზაციის განახლება ქარელის მუნიციპალიტეტშია:
„დილის ინფორმაცია გვაქვს და არანაირი გადაადგილება წნელისთან არ შეინიშნებოდა, მაგრამ გააქტიურება დაიწყო აქ, ატოცში, სადაც ვიმყოფებით და ველოდებით სამოქალაქო პირებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს და ა.შ. - მათ ვისაც გული შესტკივა.
„ყოველი წუთი ძალიან ძვირფასია, რადგან, კიდევ ვიმეორებ, პოლიციამ ოკუპანტებს მშვიდი და წყნარი გარემო შეუქმნა იმისათვის, რომ მათ შემოღობონ ტერიტორია", - აღნიშნავს „ძალა ერთობაშიას" ლიდერი.