ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია"- ს ხელმძღვანელი დავით ქაცარავა ფეისბუქში წერს:
"მეგობრებო!
რუსი ოკუპანტი დღეს უკვე ატოცში გამოჩნდა!
იცით რატომ?
გუშინწინ დავთმეთ გუგუტიანთკარი, გუშინ ჩორჩანა და წაღვლი, დღეს კი ატოცს მოადგნენ.
ხვალ შეიძლება ავტობანთან მოვიდნენ, ზეგ კი მცხეთაში ვიხილოთ.
ჩამოდით დღესვე ატოცში!
დავდგეთ ერთად და ვუთხრათ ოკუპანტს და კოლაბორაციონისტ მთავრობას, რომ არ მივცემთ უფლებას დათმონ ჩვენი მიწა-წყალი.
დაიძარით!
პოლიციამ დაკეტა მოსასვლელი შაქშაქეთის პოსტთან, მაგრამ უამრავი მოსასვლელია ატოცამდე, რომელსაც პოლიცია ვერ გააკონტროლებს!!!!
წამოდით!!!!!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე