რეზონანსი
20.10.2019

 NASA-ს ყოფილი თანამშრომელი გილბერტ ლევინი დარწმუნებულია, რომ 1976 წელს მარსზე სიცოცხლე აღმოაჩინეს. ამ თემისადმი მიძღვნილ მის სტატიას ჟურნალი Scientific American აქვეყნებს.

როგორც ლევინი წერს, სიცოცხლე წითელ პლანეტაზე მისია „ვიკინგმა" აღმოაჩინა, რომლის ფარგლებშიც მარსზე ორი კოსმოსური აპარატი - „ვიკინგი 1" და „ვიკინგი 2" ჩაფრინდა. მათი მთავარი ამოცანა სიცოცხლის მიკრობული ფორმების ძებნა იყო.

ამისთვის აპარატებმა წითელ პლანეტაზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს. ერთ-ერთი მათგანი დროს ნიადაგის ნიმუში წყლის ხსნარში მოათავსეს, რომელშიც რადიოაქტიური ნახშირბადით მონიშნული მკვებავი ნივთიერებები იყო გახსნილი.

ნიადაგში მიკროორგანიზმების არსებობის შემთხვევაში ჰაერში CO2 უნდა გამოყოფილიყო. გაზის გამოყოფა ორივე აპარატმა დააფიქსირა, მაგრამ განმეორებით ექსპერიმენტებს ურთიერთგამომრიცხავი შედეგები მოჰყვა, ამიტომ NASA-ში ჩათვალეს, რომ ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა.

წყარო: იმედინიუს.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×