რეზონანსი
21.10.2019

 ათენის გარეუბანში ქართული ეროვნების წარმომადგენლები 74 წლის მამაკაცს სახლში შეუვარდნენ და მას 3 საათის განმავლობაში აწამებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული CNN ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისინი სახლში ფულს ეძებდნენ, თუმცა ვერ იპოვეს, რის შემდეგაც მამაკაცი აწამეს. დაზარალებული მიღებულ დაზიანებებზე საუბრობს და ამბობს,რომ დამნაშავეები სახლში ადრევე შევიდნენ, თუმცა ფული ვერ იპოვნეს და გადაწყვიტეს სახლის პატრონს დალოდებოდნენ.  მისივე აზრით, დამნაშავეები ქართველები იყვნენ.

მათ სახლში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წაიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×