რეზონანსი
21.10.2019

 გურამიშვილის გამზირზე გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე რჩება, თუმცა უარყოფითი დინამიკა არ შეინიშნება.

„პაციენტს უგრძელდება მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში. მდგომარეობა რჩება მძიმედ, თუმცა უარყოფითი დინამიკის გარეშე. ტრავმა მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო თერმულ დაზიანებათა ჯგუფს. სხეულის უმეტესი ნაწილი არის დამწვარი. პლუს, არის სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დაზიანება. სპონტანურ სუნთქვაზეა, გონზეა, კონტაქტურია“, – განაცხადა ექიმმა ქეთევან თარგამაძემ.

კიდევ ერთი დაშავებული მერვე საავადმყოფოშია. მას ტვინის შერყევა აქვს და ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებს. კიდევ სამმა დაშავებულმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×