რეზონანსი
21.10.2019

 (რეზონანსი) რუსთაველი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, როდის გაიმართება სინოდის კრება, თუმცა აღნიშნავს, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხს არ განიხილავს.

"სინოდი არ განიხილავს ამ საკითხს. იყო თავის დროზე განხილული. პატრიარქმა თქვა, როცა გამოძიება დაიწყო, რომ გამოვუცხადოთ ნდობა გამოძიებას", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ამასთან, მიტროპოლიტმა ისაუბრა გამოძიების შედეგებზეც.

"შედეგი გამოძიებისა იყო და საჯაროდ იყო ის ფარული კამერების ჩანაწერები ტელევიზიით ნაჩვენები, რაც აღარ იძლევა საფუძველს, რომ ჩვენ იგნორირება გავუკეთოთ ან ჩავთვალოთ, რომ ეს ფალსიფიკაციაა", - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.

კითხვაზე, ჰგონია თუ არა, რომ გიორგი მამალაძე სიმულაციას მიმართავს, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ის ამას "ვერავის დააბრალებს". ამასთან, მიტროპოლიტის განმარტებით, აღნიშნული ექიმების გადასაწყვეტია, "მათ უნდა ჩაატარონ კვლევა და დადონ შედეგი".

"მგონიაზე" მე არ ვლაპარაკობ. მე ფაქტს გეუბნებით და ამ ფაქტის უკან რა დგას, თვითონ მამა გიორგიმ უნდა გასცეს პასუხი და ექიმებმა შეიძლება იცოდნენ კიდევ", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×