რეზონანსი
21.10.2019

 (რეზონანსი) ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მიერ შესრულებული "თბილისო" სოციალური ქსელის ჰიტად იქცა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ნამღერს, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, ფეისბუქით ეხმაურება.

"თავი ასე რატომ უნდა გაიბანძო, რომ "ქოცების" დასაცინ კედელზე მოხვდე? ან, ამ ლაივებს რატომ აჭენებთ თვითონ რათა შვილოო რათა, სიმღერაა ახლა ეს", - წერს ნინო ჯღარკავა.

შეგახსენებთ, მამუკა მდინარაძემ „თბილისო" ერევანში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ენზელ მკოიანის ძმისშვილის ქორწილში შეასრულა.

ქორწილში ასევე იმყოფებოდნენ, უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე და ბექა ოდიშარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×