გია ხუხაშვილი: “ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს პრივილეგიები ეკუთვნის მხოლოდ მათი წრის წარმომადგენლებს”
ია აბულაშვილი
21.10.2019

 "ხელისუფლებას მიაჩნია, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებული ატრიბუტიკა ეს არის პრივილეგია, მაგრამ ეს პრივილეგია უნდა ჰქონდეს მხოლოდ მათი წრის წარმომადგენელს, ანუ სხვები უნდა დასაჯონ"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ დაცვის მოხსნის გარდა გიორგი მარგველაშვილს უპირებენ პენსიის მოხსნას, რაც მისი აზრით, არის მარგველაშვილის დასჯა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფეხქვეშგათელვა.

"ყველაფერი შესაძლებელია, რადგან ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პრეზიდენტთან დაკავშირებული ატრიბუტიკა ეს არის პრივილეგია. მე ასე არ ვფიქრობ, ეს არის სტანდარტთა ნაკრები, რომელიც სხვადასხვა მოტივებით ეკუთვნის სახელმწიფოს მეთაურს.

"ხელისუფლებას კი მიაჩნია, რომ ეს პრივილეგიები ეკუთვნის მხოლოდ მათი წრის წარმომადგენლებს, სხვები კი უნდა დასაჯონ, ამიტომ გასაკვირი არაფერია"- განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×