ია აბულაშვილი
22.10.2019

 „დიდი და მასშტაბური კლევება ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა „ოცნება“ შიდა კვლევებს პერმანენტულად ატარებს და ოპოზიციის მიერ დასახელებელი ციფრი - 35% - არის სიცრუე, რადგან შიდა კვლევებითაც და განწყობითაც „ოცნების“ მაჩვენებელი გაცილებით მეტია“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის პროგნოზს, რომ მომავალ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 30-35%-ზე მეტს ვერ აიღებს და ეს დასტურდება „ოცნების“ შიდა კვლევებითაც.

„პირდაპირ გაკვირვებას იწვევს ოპოზიციის ეს ინფორმაცია, რადგან არცერთი ტყუილი, რომელიც აქამდე იკადრეს, ასეთი არ ყოფილა. ოპოზიციაც და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები მაშინაც ვერ ბედავდნენ 35-40%-ზე ნაკლები ეთქვათ.

„წინასაარჩევნო პერიოდია და ისინი იძახიან რაღაც ციფრებს, რათა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა შექმნან. „ოცნება“ შიდა კვლევებს პერმანენტულად ატარებს, ჯერ-ჯერობით მასშტაბური და დიდი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რეალურად, შიდა კვლევებითაც და განწყობითაც, „ოცნების“ მაჩვენებელი ოპოზიციის მიერ დასახელებლ ციფრს, თუნდაც 40%-ს, გაცილებით აღემეტება. 

„ჯერ საარჩევნო ციკლში შესული არ ვართ და ვინ ჩაატარებს კვლევებს, ქართული თუ უცხოური კომპანიები, არ ვიცი, თუმცა, გამორიცხული არცერთი არ არის. როცა ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, აუცილებლად ღიად ვიტყვით“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×