რეზონანსი
22.10.2019

 (რეზონანსი) ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მანქანაზე, რომელმაც 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი იმსხვერპლა, კიდევ ერთი მუშა, 33 წლის ამირან ღუღუნიშვილი დაშავდა. შემთხვევა გაგა ბოჭორიშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

როგორც „2020NEWS" -ს ჭიათურიდან აცნობეს, გაუმართავმა ავტომანქანამ ახალგაზრდა მუშას მხარი დაუზიანა, რომლის გადაყვანაც მყისიერად მოხდა საჩხერის საავადმყოფოში.

ამირან ღუღუნიშვილი მიღებული ტრამვის გამო ამჟამადაც მკურნალობს.

როგორც „2020NEWS" -ს განუცხადეს, აღნიშნული მანქანა დაზიანებულია, რომლის შეცვლაზეც კომპანია ფიქრობს თუ არა, უცნობია.

როგორც მაღაროს თანამშრომლებმა განაცხადეს, ხელმძღვანელობა მსგავსი ტიპის საწარმო ტრავმის დამალვას მაქსიმალურად ცდილობს ხოლმე.

შეგახსენებთ, ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილ მაღაროზე რამდენიმე დღის წინ მაღაროელი დაიღუპა. 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. გაგა ბოჭორიშვილი გამწმედ სამუშაოს ატარებდა. გარდაცვლილს თავად ეკავა მანქანის პულტი და მანქანასა და კედელს შორის მოჰყვა.

წყარო: 2020NEWS

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×