ია აბულაშვილი
22.10.2019

 „ზარდიაშვილთან დაჯდა კი არა, „ოცნების“ მაღალჩინოსები ხვედიან ბოკერიას. ზარდიაშვილი ვინ არის, პაიკი... ამიტომ არ გამკვირვებია, რადგან ეს მე დიდი ხანია ვიცი. სწორედ მოძებნა ივანიშვილმა ბოკერია, ის იყო პირველი ცუღლუტი, ვინც ხმები წაიღო და გამოიყენებდა „გაერთიანებული ოპოზიციის“ დასაშლელად“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიასა და ვანო ზარდიაშვილის ერთად გამოჩენას.

„რაც თავი მახსოვს, ბოკერია „პროგრესული“ იმიჯით გამოდის ქალთა უფლებების დასაცავად და პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნების წინააღმდეგ, რაც მართლაც ტრაგედიაა. ახლა ვსვამ  სრულიად ლეგიტიმურ კითხვას - მაშინ როგორ დაჯდა, რა მორალით იმ ადამიანთან, რომელმაც დეპუტატ ქალს პარალამენტში საჯაროდ გაუხსენა "შენზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია გამოქვეყნებული და ამას მიხედეო“, თანაც საჯაროდ ბოდიში დღემდე  რომ არ მოუხდია?

„ეს შეხვედრა, ბოკერიას ღირებულებებს აყენებს ეჭვქვეშ, თორემ მე საერთოდ არ გამკვირვებია, რადგან ზარდიაშვილს კი არა, ბოკერიას „ოცნების“ მაღალჩინოსნები ხვდებიან და ეს მე დიდი ხანია ვიცი. ზარდიაშვილი ვინ არის, პაიკია... 

„სწორად მოძებნა ივანიშივლმა ბოკერია. ის იყო პირველი ცუღლუტი, რომელმაც ხმები წაიღო და გამოიყენებდა „გაერთიანებული ოპოზიციის“ დასაშლელად, იმ ძალის, რომელმაც „ოცნება“ დაანგრია.

„მეტი რა ვთქვა, სულ მთლად „გამოლუსტრირდნენ“. მამაჩემმა ერთხელ იხუმრა - ვისი ვიოლინო ვის როიალშია ვერ გავიგეო“, - ამბობს „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×