საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი და "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეკამათდნენ:
ოთარ კახიძე:
"თქვენ რომელ რეჟიმსაც ემსახურებოდით, ამ რეჟიმზე ბოროტი რეჟიმი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმები ყველაზე დიდი ბოროტება იყო. როცა ამ რეჟიმმა ამ შენობის წინ ქართველი ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტვა მოაწყო ნიჩბებით, 1989 წლის 9 აპრილს, თქვენ ამის შემდეგ ამ პარტიის უმაღლეს პარტიულ გორკის სკოლაში შებრძანდით, თქვენგან აქ მორალის კითხვას ვერავინ მოითმენს"
კარლო კოპალიანი:
"თქვენ ხართ ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელი. კომუნისტური რეჟიმი "ნაციონალურ მოძრაობას" სჯობდა, შედარება არ შეიძლება"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე