მომღერალი სოფო ტოროშელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე რესტორან "ჩემო კარგოს ქარხანაში" მომხდარ ინტოქსიკაციაზე წერს.
მისი ცნობით, 4 ადამიანი ინფექციურ საავდმყოფოშია მოთავსებული, მათ შორის არის მომღერლის მცირეწლოვანი შვილი.
,,გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია.
რამოდენიმე დღის წინ რესტორან "ჩემო კარგოს ქარხანა - Chemo Kargo s Factory"-ში , რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე მოიწამლა 4 ადამიანი . მათ შორის არის ჩემი მცირეწლოვანი შვილი. ამჟამად ვიმყოფებით ინფექციურ საავადმყოფოში, საბედნიეროდ ფატალურ შედეგს გადავრჩი, თუმცა უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს. კუჭ-ნაწლავში აღმოჩნდა სალმონელა ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის. მოწამლულია კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის მაქსიმეს მამა და ჩემი 2 მეგობარი, რომლებიც ასევე საავადმყოფოში იმყოფებიან საშინელი ტკივილებით და ასევე ინტოქსიკაციით! მე მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს და როდის?!" - წერს სოფო ტოროშელიძე სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე