თამთა ჩაჩანიძე
23.10.2019

 „მაშინ, როდესაც კალაძე-ივანიშვილის სატაქსო მონოპოლიის შექმნის მცდელობისა და სატრანსპორტო პრობლემების გამო, მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამარა დარჩა,როდესაც ეს ტრანსპორტი მგზავრთა ნაკადს ვეღარ აუდის და ლამის ადამიანები ტრანსპორტს გარედან ეკიდებიან, ამის გამო სიხარულის გამოხატვა არაადამიანობა და სადიზმია," - ასე აფასებს „რეზონანსთან"ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებას.

ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდა სწორი ტენდენციაა და საზოგადოებას ამისი კი არ უნდა შეგვეშინდეს, არამედ უნდა უხაროდეს, რადგან ეს სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტაა.

ჩხარტიშვილის თქმით, მოსახლეობის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არჩევანის გაკეთება მაშინაა სასიხარულო, როდესაც ქალაქში სატრანსპორტო პრობლემა მოგვარებულია.

„როგორც ჩანს, თბილისის მერიასა და ივანიშვილის ოლიგარქიულ ხელისუფლებაში სადო-მაზოხისტი და ცინიკოსი პირების რაოდენობა იზრდება, ან ზოგადად მათ მეტყველების პრობლემები გააჩნიათ. ხმალაძის განცხადების სხვანაირად შეფასება გამიჭირდება, რომ მეტროში ჭყლეტვა და ადამიანების გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაგდება ვინმეს უნდა უხაროდეს.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანების მატების გამო, სიხარულის გამოხატვა კარგი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები მოგვარდებოდა მეტროში, ავტობუსების მომსახურების მიმართულებით და არ შექმნილიყო ტაქსების მონოპოლია. მაგრამ მაშინ, როდესაც კალაძე-ივანიშვილის სატაქსო მონოპოლიის შექმნის მცდელობისა და სატრანსპორტო პრობლემების გამო, მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამარა დარჩა და როდესაც ეს ტრანსპორტი მგზავრთა ნაკადს ვეღარ აუდის და ლამის ადამიანები ტრანსპორტს გარედან ეკიდებიან, ამის გამო სიხარულის გამოხატვა არაადამიანობა და სადიზმია,

„ზოგადად კარგია, როდესაც მოქალაქებს ურჩევნიათ და დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ ეს მაშინაა კარგი, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობისთვის საკმარისია.

„ფაქტი სახეზეა, რომ ივანიშვილმა და კალაძემ მოქალაქეები სატრანსპორტო კოლაფსში აღმოაჩინა, საზოგადოებრივ ტრანსპორტის სიმცირეს დაემატა სატაქსო სფეროზე ოლიგარქიული შეტევა და შედეგად მივიღეთ სრული კატასტროფა,საზოგადოება გაუსაძლისი მდომარეობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, იმიტომ რომ პირველ რიგში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბევრი ხალხის გამო, სუნთქვა ჭირს, რომ არაფერი ვთქვათ იმ დროის დანაკარგზე, რაც აისახება თითოეული ჩვენგანის საქმიანობის ხარისხზე და სხვა პრობლემებზე.

„კალაძეს, მის მოადგილეებს და მათ პატრონს ივანიშვილს,პრემია-დანამატებში და სხვადასხვა ფუფუნევის საგნებში ფული არ ენანებათ, მაგრამ არ ემეტებათ ისეთი აუცილებელი ხარჯებისთვის, როგორებიცაა მეტროს შემადგენლობების, თუ ავტობუსებისა და სხვა საქალაქო ტრანსპორტის შეძენა," - აცხადებს იგი.

მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იმ ხელოვნური ბარიერების მოხსნაა, რომლებიც ამ სფეროში მერიამ შექმნა.

„გამოსავალი იმაშია, რომ სატაქსო სფეროზე მოხდეს ხელოვნური ბარიერების მოხსნა, რათა ადამიანებს დასაქმების საშუალებაც ჰქონდეთ და ქალაქში იაფი ტაქსიც დაბრუნდეს, ამის გარდა, რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ მეტროს შემადგენლობების გაუმჯობესებისთვის მეტი თანხები დაიხარჯოს, ასევე ავტობუსების პარკი განახლდეს და მათ უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

„მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობა სიცოცხლისათვის უკვე საშიშიც გახდა, იმიტომ, რომ ტრანსპორტის გადატვირთულობა ავარიებისა და სხვადასხვა საფრთხის რისკს ზრდის.

„იმ არაადამიანური პირობების გამო, რომელშიც თითოეული მგზავრი კალაძემ და ხმალაძემ ჩააგდეს,დასაჭერები არიან, რადგან ამ ყველაფრის უკან, გარდა დანაშაულებრივი გულგრილობისა, სატრანსპორტო კორუფციის ნიშნები და შედეგი იკვეთება. ერთის მხრივ კორუფციული სატაქსო რეფორმა, მეორეს მხრივ დავიანებული ავტობუსებისა და მეტროშემადგენლობების განახლების სამუშაოები, ამას ემატება საგზაო სამუშაოების კორუფციული ტენდერები, ეს ყველაფერი კი განაპირობებს იმას, რომ დღეს მეტროში და ავტობუსებში ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია,"-განაცხადა ჩხარტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×