
მალე, 2020 წლის ზაფხულში მარსზე ახალი დიდი მისია მიემგზავრება, რომელიც უკვე სრულ მზადყოფნაშია და ბოლო ტესტებს გადის.
ამ მისიაში სპეციალურ ჩიპზე განთავსდება რამდენიმე მილიონი დედამიწელის სახელი, როგორც პირველი მარსელებისა. აღსანიშნავია, რომ მილიონ მარსელს შორის რამდენიმე ათეული ქართველიც მოხვდა, მათ შორის ქაიან ბელქანია და ანდრია ყალიჩავა.
ქართველთა რეგისტრაციაზე ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC) ვიზიტორთა ცენტრის (Space Expo) ერთადერთმა ქართველმა თანამშრომელმა, ქალბატონმა დალი უბილავა-დე გრაფიამ იზრუნა.
ცნობისთვის, დალი უბილავა-დე გრაფიას თანამედროვე კოსმოსური პროგრამების ბოლო ტექნოლოგიების კურსი მიჰყავს და ერთადერთი ქართველი ქალია, რომელიც კოსმოსის შესახებ უახლეს ინფორმაციას ფლობს. პროფესიით მათემატიკოსი და რეჟისორი ქალბატონი დღეს წარმატებულად მოღვაწეობს ჰოლანდიაში, როგორც სამეცნიერო, ისე ხელოვნების სფეროში.
"მქონდა შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ადამიანი მეც დამერეგისტრირებინა და ამით დიდი, ისტორიული მისიის მონაწილენი გავმხდარიყავით თუნდაც სიმბოლურად"-აცხადებს დალი უბილავა.
წყარო: daynews.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე