"ვისაც ეკა ბესელია დაუპირისპირდა, მერე ყველა აღმოჩნდა მეტნაკლებად გაწეული პოლიტიკური არენიდან. ალაბთ ეს იგულისხმა, რომ რა სირთულეებიც გაუჩინა ამა თუ იმ ფიგურამ ივანიშვილს, ივანიშვილი იძულებული გახდა ამ ფიგურებს დამშვიდობებოდა."- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის დროს ბესლაიასა და მათიკაშვილის დაპირისპირებას.
შეგახსენებთ, რომ კომიტეტის სხდომაზე, მორიგი დაპირისპირების დროს, ბესელიამ მათიკაშვილი გააფრთხილა - ნუ გაუთამამდება, თორემ მაგალითები წინ აქვს და მას უარესი დაემართება.
ბესლაიას აზრით, მმართველ გუნდს უფრო მეტი პრობლემები რომ არ შეექმნას, პარლამენტი უნდა დატოვონ მათიკაშვილმა, მდინარაძემ, ოხანაშვილმა და კილაძემ.
"ბესელიას ამ შეფასებებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს სერიოზული რეაქცია არ ჰქონიათ ადრესატებს და გამოუცხადეს, რომ თქვენი განცხადებები კომედიურ ჟანრში გადადისო, ამდენად, მათთვის ეს მუქარა რეალური არ არის.
"რა უმაგრეს ზურგს ბესელიას ამ განცხადებებს, ალბათ ის გამჭრიახობა, რომ ვისაც ის დაუპირისპირდა, მერე ყველა აღმოჩნდა მეტნაკლებად გაწეული პოლიტიკური არენიდან, თორემ ივანიშვილს ყურში ჩავჩურჩულებ და მერე ასე მოხდებაო, არა მგონია ეს ეგულისხმა.
"ალბათ ნაგულისხმევი იყო, რა სირთულეებიც გაუჩინა ამა თუ იმ ფიგურამ ივანიშვილს, იძულებული გახდა ამ ფიგურებს დამშვიდობებოდა.
"რაც შეეხება ბესელიასა და "ოცნების" სამომავალო ურთიერთობას, ბესელია აქტიური და ენერგიული ქალია და ყველა პარტიას სიჭრდება ასეთი შემართების ადამიანები, მაგრამ მმართველ გუნდს პრობლემები აქვს ბესელიასთან და არა მგონია, რომ ამ პრობლემებმა უკანა პალანზე გადაიწიოს" - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.