რეზონანსი
24.10.2019

 (რეზონანსი) იპოდრომის კორტების ადგილზე, საცხოვრებელი კორპუსების პროექტი არ განხორციელდება, მას დაუბრუნდება ძველი სტატუსი და იქნება ისევ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი თავისი კორტებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს, თუ კერძო ინვესტორმა.

„დავამთავრეთ მონაცვლეობის საკითხი. ეს იყო ყაზახური ინვესტიცია, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" წაართვა საკუთარი ტერიტორია, საკუთარი მიწის ნაკვეთი ჩამოაჭრა ყოველგვარი ანაზღაურებისა და მოლაპარაკების გარეშე, იქ გაყვანა გზა და ეს ადამიანები დატოვა ისე. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან და მივაღწიეთ იმას, რომ ვახერხებთ მონაცვლეობას. მინდა, საბურთალოელებს ვუთხრა, რომ კორტების ადგილზე შენობა- ნაგებობების, ანუ საცხოვრებელი კორპუსების პროექტი არ განხორციელდება, მას დაუბრუნდება ძველი სტატუსი და იქნება ისევ სპორტულ- გამაჯანსაღებელი ცენტრი თავისი კორტებით. ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მუნიციპალიტეტმა გააკეთოს ეს, თუ კერძო ინვესტორმა", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×