რეზონანსი
24.10.2019

 იუმორისტი თათია სულუაშვილი იმ განცდებზე საუბრობს, როცა "რუსთავი 2"-ს ტოვებდა:

"ბავშვებთან ერთად ამერიკაში ვიყავი დასასვენებლად და იქ გავიგე ეს ამბავი. ისე განვიცადე, დასვენება ჩამშხამდა და სამი დღე და ღამე ვტიროდი. სახლში შვილებთან არ ვატარებდი იმდენ დროს, რასაც "რ2"-ში და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გამიჭირდებოდა იმ მეორე სახლის დატოვება? თითოეულ პერსონაჟში დიდი შრომა მქონდა ჩადებული. ყველა დეტალს განვიცდიდი, ვფიქრობდი....იმდენად ვიყავი მათზე გადართული ჩემი პერსონაჟები მესიზმრებოდნენ. აი, ასეთი ჩემი პერსონაჟები დავტოვე. მათტან ერთად დავტოვე ის ადამიანები რომლებიც ძალიან მიყვარდა და დღემდე მიყვარს. მეგობრობა გრძელდება და ერთმანეთის ნახვა ყოველთვის გვიხარია. გულდასაწყვეტია, რომ გუნდი დაიშალა. ოჯახი "დამენგრა" და ახლა ფაქტობრივად მეორე ოჯახი შევქმენი. ჩემს მეგობრებთან ერთად ნულიდან დავიწყე ყველაფერი", - განუცხადა "თბილისელებს" სულუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×